icon

თანამედროვე ბიზნეს გარემოში საგადასახადო საკითხები ხშირად რთული და კომპლექსურია. კომპანიები ხშირად აწყდებიან ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა მუდმივად ცვალებადი საგადასახადო კანონმდებლობა, საგადასახადო ვალდებულებების არასწორი გამოთვლა, ვადების გადაცილება და მასთან დაკავშირებული ჯარიმები. განსაკუთრებით პრობლემატურია საერთაშორისო ოპერაციების დაბეგვრა და საგადასახადო შეღავათების სრულად გამოყენება. ამასთან, არასწორმა დოკუმენტაციამ და აღრიცხვამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას კომპანიებს. ბიზნესის ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია სწორი საგადასახადო აღრიცხვიანობა, რაც კომპანიებს თავიდან აარიდებს საგადასახადო სანქციების რისკებს.სწორედ ამიტომ, საგადასახადო სერვისები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საგადასახადო მომსახურება ხელს უწყობს ბიზნესს საგადასახადო რისკების შემცირებაში. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნესის მუდმივ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.

Consulting Port პირადი საგადასახადო მრჩეველი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

01

საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურება

• დახმარება საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენაში;
• ოპტიმალური და ეფექტური ინდივიდუალური საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სისტემის შერჩევა, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
• საგადასახადო რისკებისგან თავის დაზღვევის მიზნით კონკრეტული პერიოდების საგადასახადო აუდიტი, რეკომენდაციების გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დეკლარაციების დაკორექტირება;
• კონკრეტული ოპერაციების დამუშავება და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად რეკომენდაციის გაცემა;
• საგადასახადო რისკების შეფასება და მართვა;

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ საგადასახადო ვალდებულებების ეფექტურად შესრულებაში.

02

წარმომადგენლობა საგადასახადო და საბაჟო შემოწმების პროცეში

ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ პროფესიონალურ მხარდაჭერას საგადასახადო და საბაჟო შემოწმების მთელი პროცესის განმავლობაში:

• დოკუმენტაციის ორგანიზება და ანალიზი;
• თქვენი ინტერესების დაცვა და კომუნიკაცია შემმოწმებლებთან;
• შემოწმების შედეგების დეტალური განხილვა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
• საჭიროების შემთხვევაში, დახმარება შედეგების გასაჩივრებაში;
• შემოწმების პროცესის მონიტორინგი;

ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ შემოწმების პროცესთან დაკავშირებული სტრესი და რისკები, უზრუნველვყოთ თქვენი უფლებების დაცვა.

03

წარმომადგენლობა საგადასახადო და საბაჟო დავის წარმოებისას

ჩვენი კვალიფიციური გუნდი გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას საგადასახადო და საბაჟო დავების წარმოების პროცესში:

• საქმის დეტალური ანალიზი და ოპტიმალური სამართლებრივი სტრატეგიის განსაზღვრა;
• საჩივრების, შუამდგომლობების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება;
• წარმომადგენლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარე საქმეებზე;
• წარმომადგენლობა საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების წარმოებისსას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რომელიც გულისხმობს საგადასახადო დავალიანების ან/და საგადასახადო დავალიანების ნაწილის, სანქიცებისა და საურავის გადანაწილებას/შემცირებას.

ჩვენი მიზანია დავიცვათ თქვენი კანონიერი უფლებები, მივაღწიოთ სამართლიან გადაწყვეტილებას.

ნებისმიერი კითხვის ან კონსულტაციისთვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით