ბიზნესის სწორი მართვისთვის და მომგებიანობის გასაზრდელად, აუცილებელი კრიტერიუმია ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, დაგეგმვა, ანალიზი და კონტროლი. ფინანსური მენეჯერი აკეთებს ხარჯების ოპტიმიზაციას, მომგებიანობის ანალიზს და აკონტროლებს ფულადი სახსრების მოძრაობას. თუმცა, კვალიფიციური ფინანსური მენეჯერის/დირექტორის დაქირავება და შენარჩუნება დაკავშირებული არის ფინანსურ დანახარჯებთან, როგორც საშუალო ასევე მცირე ბიზნესში.
Consulting Port CFO აუთსორსინგი მოქნილი პრაქტიკაა და აერთიანებს:
ფინანსური მდგომარეობის შესწავლას, ანალიზს, ფინანსური მართვისა და კონტროლის ინდივიდუალური ინსტრუმენტების შერჩევასა და დანერგვას.
ბიუჯეტირებას;
ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის ანალიტიკას და ბიზნეს პროცესებში ოპტიმალური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, განვითარებისა და მიღწეულის შენარჩუნებისათვის აუცილებელი მენეჯერული მანიპულაციებია.
ამ მიზნით Consulting Port გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი;
ბიზნესის კონკრეტული პერიოდების ბიუჯეტირება და ბიუჯეტის კონტროლი;
ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი;
ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინდივიდუალური რეპორტინგის სისტემის შექმნა, დანერგვა და კონტროლი.
ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).
კონსალტინგ პორტი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარაზე მოღვაწეობს 2014 წლიდან და ბიზნესსუბიქტებს, უწევს ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას.